შინაგან საქმეთა სამინისტრომ იორმურანლოში ძალადობის ბრალდებით 19 წლის პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელს 18 წლის პირს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც შსს-ში ამბობენ, სამართალდამცველებმა იგი დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.