რეფორმერის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვაკის რაიონის ამომრჩევლებს შეხვდნენ. თორნიკე ჯანაშვილმა მათ რეფორმერის საარჩევნო პროგრამა გააცნო და 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

თორნიკე ჯანაშვილი ვაკის ოლქის ამომრჩევლის პრობლემებს გაეცნო და მათთან ერთად ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

"ვაკის ოლქის ამომრჩევლებს გავაცანით ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა. ყველა ცვლილებების მოლოდინშია. ამომრჩევლის სურვილია არსებული გარემოს და პოლიტიკური რეალობის შეცვლა. ხალხი უკვე დაიღალა იმ დაპირებებით, რაც წლები ესმოდათ და ისინი უკვე ღიად გამოხატავენ ინტერესს და მხარდაჭერას ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ. ჩვენ მოვუწოდეთ ამომრჩეველს, რომ 31 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ სწორი არჩევანი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი", — აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.