დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

15 წლის კოვიდინფიცირებული მოზარდი მართვით სუნთქვაზეა. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ On.ge-ს უთხრა, მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია.

ლალი ტურძელაძემ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მისი განცხადებით, 15 წლის მოზარდი კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს და ბოლო ერთი კვირაა მართვით სუნთქვაზეა.

17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების სულ 16 285 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 7 827 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 128 გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში 5 900 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში — 1388.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: