ქართული ოცნების ლიდერი და ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ილიასეული ლიბერალიზმისა და ვაჟა-ფშაველას კოსმოპოლიტიზმის მხარდამჭერია.

ამის შესახებ მან On.ge-ს ვიდეოპროექტში — "1 წუთი კანდიდატს" ისაუბრა. გია ვოლსკი დიდუბე-ჩუღურეთში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატია.

"რაც შეეხება ადამიანის უფლებების თემას, ეს მსოფლიო პრობლემაა. მე მხარს ვუჭერ, ვთქვათ, ლიბერალიზმს ილიასეულს, კოსმოპოლიტიზმს, რომელსაც ვაჟა ფშაველა გვთავაზობს. მე ვხედავ, რომ ხელოვნურად იძაბება ამ მხრივ არსებული რეალური ვითარება. ფაქტია, ადამიანის უფლებებს გაფრთხილება სჭირდება და არა მარტო საქართველოში", — განაცხადა ვოლსკიმ.

პროექტის ფარგლებში On.ge დეპუტატობის მსურველებს ესაუბრა. მათ სცადეს 1 წუთში ეთქვათ, რატომ უნდათ პარლამენტში მოხვედრა, რა არის საქართველოს მთავარი გამოწვევა და რას მიიჩნევენ ძირითად პრობლემად ადამიანის უფლებების კუთხით.