პარიზთან ახლოს თავი მოკვეთეს სკოლის მასწვლებელს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის მოსწვალეებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

შემთხვევა ქალაქ კონფლან-სენტ-ონორის საშუალოს სკოლის სიახლოვეს მოხდა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, თავდამსხმელი მასწავლებელს დიდი დანით დაესვა თავს და მას თავი მოკვეთა. თვითმხილველები ყვებიან, რომ კაცი "ალაჰუ აკბარს" ყვიროდა. თავდამსხმელი ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რომ თუმცა პოლიციამ მას ესროლა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ეთნიკურად ჩეჩენი 18 წლის ბიჭია. დაკავებულებს შორის არიან მისი ბებუა-ბაბუა და ორი ძმა.

მოკლული პედაგოგი ისტორიისა და გეოგრაფიის 47 წლის სემუელ პატია, რომელმაც თვის დასაწყიში სიტყვის თავისუფლების შესახებ გაკვეთილი ჩაატარა. როგორც BBC წერს, მან გამოცემაა შარლი ებდოს საქმეზე ისაუბრა და მუჰამედის კარიკატურა აჩვენა, ხოლო მუსლიმ მოსწავლეებს ურჩია, რომ თუ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ, შეეძლოთ გაკვეთილი დაეტოვებინათ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე მუსლიმმა მშობელმა აღნიშნული გაკვეთილის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ხოლო სემუელ პატია მუქარებს იღებდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი შემთხვევის ადგილზე მივიდა

ფოტო: AP

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მკვლელობას "ისლამური ტერორისტული თავდასხმის" ყველა ნიშან ჰქონდა, ხოლო მასწავლებელი იმის გამო მოკლეს, რომ "სიტყვის თავისუფლებას ასწავლიდა".

მაკრონი მკვლელობის ადგილას, შემთხვევიდან რამდენიმე საათში მივიდა და განაცხადა: "ისინი ვერ გაიმარჯვებენ, ისინი ჩვენ ვერ დაგვანაწევრებენ".