"პასუხისმგებლობა აბსოლუტურად მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან", — ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვას, იღებდნენ თუ არა ისინი პასუხისმგებლობა ბათუმის აქციაზე, სადაც რეკომენდაციები დაცული არ იყო.

ვაშაძის თქმით, რადგან პრემიერმინისტრი ატარებს შეხვედრებს, გადაწყვიტეს, რომ მათაც შეუძლიათ ჩატარება.

"საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ სამწუხაროდ ვართ კორონავრისუსში და საარჩევნო კამპანიაში. წინასაარჩვენო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელიწადი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობა ემიგრაციაში გაყარა ლუკმა-პურის საშოვნელად. უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმი გააჩერეს, მთელი საქართველო გააჩერეს", — განაცხადა ვაშაძემ.

16 ოქტომბერს კოვიდპანდემიის ფონზე ბათუმში ნაციონალურმა მოძრაობამ მრავალრიცხოვანი აქცია გამართა. აქციაზე არ იყო დაცული სოციალური დისტანცია და მოქალაქეებს პირბადეები არ ეკეთათ.

შეკრებილებს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ბათუმში კოვიდინფექცია ხელოვნურად გაავრცელა. ის ხალხს დაპირდა, რომ მომავალში საქართველოს ვერცერთი ვირუსი მოერევა.