უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად ათასობით ადამიანის შეკრება უკიდურესი უპასუხისმგებლობაა — ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, როცა გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, ორგანიზატორების მხრიდან "უკიდურესი უპასუხისმგებლობა". გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ასეთი შემთხვევისას საარჩევნო პერიოდში მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვას.
ომბუდსმენი ამბობს, რომ უნდა მოხდეს როგორც დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება.
"იმ ვითარებაში, როდესაც გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში (მაგალითად, ბათუმში) შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, მიმაჩნია, რომ, პირველი — ორგანიზატორების მხრიდან ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება; მეორე — საარჩევნო პერიოდში მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვას", — წერს ლომჯარია ფეისბუქზე.
თავის პოსტში სახალხო დამცველი პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების გზებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობს. მისი თქმით, მკაცრი წესების, პასუხისმგებლიანი საზოგადოების, მომზადებული სამედიცინო სექტორისა და ხმის მიცემის ალტერნატიული გზების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების ჩატარება სიტუაციის, მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე იქნება შესაძლებელი.
"ხოლო დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სამედიცინო სექტორში არსებული რთული ვითარების, არასაკმარისი რეგულაციების და მათ აღსრულებაზე არასათანადო კონტროლის ფონზე, რაც დღეს სახეზე გვაქვს, ვფიქრობ, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევის რისკის წინაშე ვართ. ფაქტია, ამ საკითხებზე მეტი კვალიფიციური და პოლიტიკური მოტივაციებისგან დაცლილი მსჯელობაა საჭირო და შეიძლება მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც არის მისაღები", — აცხადებს ნინო ლომჯარია.
16 ოქტომბერს კოვიდპანდემიის ფონზე ბათუმში ნაციონალურმა მოძრაობამ მრავალრიცხოვანი აქცია გამართა. აქციაზე არ იყო დაცული სოციალური დისტანცია და მოქალაქეებს პირბადეები არ ეკეთათ.
შეკრებილებს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ბათუმში კოვიდინფექცია ხელოვნურად გაავრცელა. ის ხალხს დაპირდა, რომ მომავალში საქართველოს ვერცერთი ვირუსი მოერევა.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები