2020 წლის არჩევნებზე, შესაძლოა, უსინათლოებისთვის ჩარჩო-ფორმა არ დამზადდეს
2020 წლის არჩევნებზე უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის, შესაძლოა, ჩარჩო-ფორმა არ იყოს დამზადებული. On.ge ამ თემასთან დაკავშირებით პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის თანადამფუძნებელს, ესმა გუმბერიძეს ესაუბრა.
ესმა თავად უსინათლოა და როგორც განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემა სხვა ადამიანის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად და კონფიდენციალურად შეძლოს. მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მიიღო პასუხი, რომ წელს ჩარჩო-ფორმა არ იქნება, რადგან საარჩევნო სუბიექტების სია გრძელია.
"სულ სხვა საკითხზე ვწერდი ცესკოს, პასუხი გამცეს და დააყოლეს, რომ წელს ჩარჩოები არ გვექნება, რადგან კანდიდატების სია არის გრძელი და შეუძლებელია დამზადება. ვუთხარი, ხომ შეიძლება ჩარჩო დამზადდეს სხვანაირი. ჩარჩოს აქვს ნახვრეტები, რომელიც ხელით კარგად იგრძნობა, მასში თავსდება ბიულეტენი. თუ სწორად ჩადებ, ზუსტად ემთხვევა ის ნახვრეტები კანდიდატების სახელებსა და გვარებს. უსინათლო ზემოდან ქვემოთ გადათვლის, მიხვდება, რიგით მერამდენეა მისთვის სასურველი კანდიდატი და შემოხაზავს. ვუთხარი, შეიძლება, დამზადდეს ისე, რომ ნახვრეტები, რომელიც ჩარჩო-ფრომას აქვს, განთავსდეს ორ მწკრივად. მიპასუხეს, რომ არ იციან, არ ხერხდება და სტამბები უარს ამბობენ ბეჭდვაზე", — განაცხადა ესმა გუმბერიძემ.
ესმამ აღნიშნა, რომ ჩარჩო-ფორმა ბრაილის ბიულეტენზე უკეთესია, რადგან განსხვავებით ბრაილის ბიულეტენისგან, აქ არ ხდება იდენტიფიცირება, რომ ამომრჩეველი უსინათლოა.
"ეს არის კანონმდებლობის დარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ კონსტიტუციით, კენჭისყრა ანონიმური უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე შეგყვება, ანონიმურობა დაირღვევა. ამასთან, გაეროს შშმ პირთა კონვენცია ჩვენ უკვე 6 წელია რატიფიცირებული გვაქვს. ამ კონვენციის თანახმად, სახელმწიფომ შშმ პირთა უფლებები უნდა გააუმჯობესოს, ამით კი გამოდის, რომ პირიქით ხდება. ეს ჩარჩოები 2013 წლიდან ყოველთვის იყო, ახლა უკან დახევა გამოდის", — აღნიშნა ესმა გუმბერიძემ.
როგორც ესმა ამბობს, ცესკო-ში განუცხადებს, რომ წელს დაელოდებიან არჩევნებში მონაწილე პარტიების სიის შემცირებას, შემდეგი არჩევნებისთვის კი, ახალი ჩარჩო-ფორმის დამზადებაზე იმუშავებენ.
ესმა გუმბერიძის თქმით, ამ საკითხზე უკვე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და ინფორმაციაც გაავრცელა. ის აქვე აღნიშნავს, რომ ცალსახა პასუხი იმაზე, ირღვევა თუ არა შშმ პირთა უფლებები, არ არსებობს, რადგან საარჩევნო კოდექსი მხარდამჭერი პირის საარჩევნო კაბინაში შეყოლის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, ამავდროულად, კონსტიტუცია ამბობს, რომ არჩევნები ანონიმური უნდა იყოს.
On.ge დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, სადაც ამბობენ, რომ ამ საკითხზე ინფორმირებულნი არიან. მათი ინფორმაციით, ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პასუხიც მიიღეს. ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, რომ ცესკო-ს პასუხის თანახმად, უწყებას, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და კონსულტაციების ეტაპზეა. სახალხო დამცველი აპირებს ამ თემას თვალი მომავალშიც მიადევნოს.
On.ge დაუკავშირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, სადაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი სტანდარტების დაცვით ჩარჩო-ფორმის დასამზადებლად სტამბებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ცესკოში განმარტეს, რატომ გახდა პრობლემური 2020 წლის არჩევნებზე უსინათლოებისთვის ჩარჩო-ფორმის დამზადება. მათი თქმით, არსებობს ჩარჩოს სტანდარტი — სტრიქონებს შორის სიმაღლე ქართულენოვანი ამომრჩევლისთვის უნდა იყოს 1.21 სანტიმეტრი, ორენოვანისთვის (იგულისხმება, ბიულეტენი ეთნიკური უმცირესობებისთვის) კი — 1.46 სანტიმეტრი. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბიულეტენი სტანდარტის დაცვით რომ გაკეთდეს, წელს, დაახლოებით, 84 სანტიმეტრიანი გამოვა, ამიტომ გადაწყვეტილება სტამბებთან კომუნიკაციის შედეგად უნდა იყოს მიღებული.
ამ დრომდე უცნობია, იქნება თუ არა ჩარჩო მზად 31 ოქტომბრისთვის. ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ სტამბებთან კომუნიკაცია კვლავ მიმდინარეობს, მომზადდა შესაბამისი სატესტო ჩარჩო-ფორმაც და ახლა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად გამოყენებადი იქნება ის. მათივე ინფორმაციით, ელოდებიან ჩარჩო ფორმის კიდევ ერთ, ახალ ვარიანტს და როგორც კი სტანდარტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის დაიბეჭდება.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები