ადამიანების მკვლელობაში, გატაცებასა და ყაჩაღობაში ბრალდებული 26 წლის შემდეგ დააკავეს
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საფრანგეთიდან განსაკუთრებული მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის ექსტრადიცია განხორციელდა. უწყების ცნობით, ბრალდებულს 26 წლის წინ დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა ედება ბრალად.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ მათ მიერ საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, ძებნილი კ.რ. საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა 2020 წლის 21 მარტს დააკავეს და ამ დროის განმავლობაში იგი წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა. პროკურატურა კ.რ.-ს ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარით ძებნას, 1994 წლის 19 თებერვალს თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ამჟამად მსჯავრდებულ პირებთან ერთად ჩადენილი ვ.მ.-ს, ნ.მ.-ს, და ფ.მ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე ახორციელებდა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვ.მ. გაიტაცეს, რომელიც დაზარალებულის მშობლებისგან — ნ.მ.-სგან და ფ.მ.-სგან გამოსასყიდის სახის 75 000 აშშ დოლარის მიღების შემდგომ, იმავე წლის 28 იანვარს გაათავისუფლეს.
მოგვიანებით დაზარალებულისთვის და მისი მშობლებისთვის გამტაცებლების ვინაობა ცნობილი გახდა, რაც თავის მხრივ, ასევე, ცნობილი გახდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის. იმის შიშით, რომ ჩადენილ დანაშაულში მათი მხილების საფრთხე რეალური იყო ამჟამად მსჯავრდებულები ვ.გ., კ.რ., მ.მ., გ.ქ., გ.ო.,და რ.დ.1994 წლის 19 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, მალულად შევიდნენ ვ.მ.-ს და მისი მშობლების საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.მ.-მ და მისმა მშობლებმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს. მკვლელობის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცეს და მიიმალნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განაჩენით კ.რ. სხვა დამნაშავე პირებთან ერთად ცნობილია დამნაშავედ და მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის [1994 წელს მოქმედი რედაქციით] 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ყაჩაღობისთვის, რომელიც ჩადენილია ჯგუფურად. სასამართლოს განაჩენით კ.რ.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მას სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
კომენტარები