ფინტექ სტარტაპი - Revolut აშშ-ში საბანკო საქმიანობისთვის აუცილებელი ლიცენზიის მიღებას აპირებს. წყაროს ცნობით, კომპანია ლიცენზიის მისაღებად საჭირო განცხადებას უახლოეს კვირებში შეიტანს.

Revolut-მა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღება კალიფორნიის შტატში გადაწყვიტა. ლიცენზიის მიღების შედეგად, ფინტექ სტარტაპს აშშ-ის ტერიტორიაზე მომხმარებლების დეპოზიტების შენახვისა და კრედიტების გაცემის უფლება ექნება.

მარტის თვიდან, სტარტაპი ამერიკულ Metropolitan Commercial Bank-თან თანამშრომლობს, რის შედეგადაც Revolut-ის მომხმარებელთა რიცხვი 500 000-ითაა გაზრდილი.

2019 წელს Revolut-ის მოგება 180%-ით გაიზარდა და $210 მილიონი შეადგინა, ხოლო სერვისის მომხმარებელთა რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმ დროისთვის 10 მილიონს აღწევდა. 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი, Revolut-ის მომხმარებელთა რიცხვმა 13 მილიონს გადააჭარბა.