გალენიანი გამოცემა Business insider ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალების სიას აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთი ადგილი ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს, ინა გუდავაძეს უკავია.

Business insider-ის რეიტინგში სულ 31 ქალია, რომელთა შორის არიან ჰარი პოტერის წიგნის ავტორი ჯოან როულინგი, მსახიობი სელმა ჰაიეკი და მომღერალი კირსტი ბერტარელი, რომლის ქონებაც 9 მილიარდ ფუნტს აჭარბებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ინა გუდავაძემ ქონება მისი ქმრისგან მიიღო, რომელიც 2008 წელს გარდაიცვალა. 650 მილიონი ფუნტის ღირებულების ქონება ტელევიზიას, ოქროს მაღაროებს, ნავთობის ბიზნესსა და კაზინოებს მოიცავს.