ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან, სხვადასხვა გზით, აქტიურად ხდება მოსახლეობის დაშინება და ძალადობა. ბაქრაძე ამბობს, რომ ის ფაქტები, რაც ზედაპირზე ჩანს, არის მხოლოდ ნაწილი, რადგან ადამიანებს ეშინიათ სამსახურებისა და სოციალური დახმარებების დაკარგვის და ვერ ბედავენ ამ ძალადობრივი ქმედებების და დაშინებების გახმაურებას.

"ის რაც გამოდის ზედაპირზე არის მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილი აისბერგის, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს, ვის წინააღმდეგაც მიმდინარეობს დევნა და დაშინება უბრალოდ ეშინია ამაზე საჯარო საუბრის და კერძო შეხვედრების დროს, მე პირადად შემხვედრია ასობით ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ აშინებენ.

აშინებენ სოციალური დახმარების მოხსნით, აშინებენ ოჯახის წევრების სამსახურიდან გაშვებით, აშინებენ იმით, რომ ვიღაცას ოპერაცია სჭირდება და არ უფინანსებენ, ვიღაცას მართვის მოწმობა აქვს და არ დაუბრუნებენ, ვიღაცას პირობითი აქვს მისჯილი და დაუმძიმებენ. ძალიან ბევრი შემთხვევაა, მაგრამ, ათასიდან ერთი აცხადებს, რადგან ამის გაცხადებას სჭირდება გმიორობა და შინაგანად მზად უნდა იყო იმისთვის, რომ მართლა დაკარგავ სამსახურს, სოციალურს, მართლა შეგექმნება პრობლემა, ორონდ გამოხვალ და ამას იტყვი საჯაროდ.

ამისთვის ბევრი მზად არ არის. ეს ბუნებრივია და მესმის, ეს არის ის გაჭირვება, რომლითაც ქართული ოცნება სარგებლობს და ამიტომ, ვომეორებ, რომ ის რაც ზედაპირზეა, დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურის, ძალადობის შემთვევები, ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი და აისბერგის ყველაზე საშიში და დიდი ნაწილი არის წყლის ქვეშ და ეს არის ათიათასობით ჩვენი მოქალაქე, რომელთაც პირდაპირ აიძულებენ ხმის მიცემას იმით, რომ აშინებენ ადმინისტრაციული რესურსით და სხვადასხვა ძალადობრივი გზით", — აცხადებს დავით ბაქრაძე.