Virgin Galactic, ანუ კომპანია, რომლის მიზანიც კოსმოსში ტურისტების გადაყვანის უზრუნველყოფაა, ნიუ-მექსიკოს კოსმოდრომიდან პირველი მისიის გასაშვებად ემზადება. ამ ადგილს კომპანია, სამომავლოდ, ყველა კომერციული ფრენისთვის გამოიყენებს.

მიმდინარე წლის დასაწყისში, Virgin Galactic-მა თავისი SpaceShipTwo-ის ტესტირებები წარმატებით ჩაატარა, თუმცა ეს ტესტირებები უშუალოდ კოსმოსში გასვლას არ გულისმხობდა. ამ გაშვებას კი კომპანიის ორი პილოტი შეასრულებს და ისინი კოსმოსში გავლენ. სავარაუდოა, რომ Virgin Galactic კომერციულ მომსახურებას შემდეგი წლიდან შეუდგება.

კერძო ასტრონავტი, რომელიც ფრენაში მიიღებს მონაწილეობას, ალან შტერნია — პლანეტარული მეცნიერი, რომელიც კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებისა და ინჟინერიის განყოფილების ვიცე პრეზიდენტია. შტერნი პირველი მკვლევარია, რომელიც NASA-ს მიერ დაფინანსებული მისიის ფარგლებში, Virgin Galactic-ის კომერციული ხომალდით იფრენს.

ფოტო: virgin galactic

შტერნის სამომავლო მგზავრობის ზუსტი თარიღი ამჟამად უცნობია, თუმცა ვიცით, რომ იგი კოსმოდრომ America-დან გაეშვება. შტერნი ხომალდზე ყოფნის დროს რამდენიმე სამეცნიერო ექსპერიმენტსაც ჩაატარებს, მათ შორის მას სპეციალური კოსტიუმი ეცმევა, რომელიც მის სასიცოცხლო მაჩვენებლებს გაუწევს მეთვალყურეობას და კამერა, რომელიც კოსმოსს ხომალდიდან დააკვირდება.