დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

რაგბის კავშირის ინფორმაციით, დიდი 10-ის ორი და პირველი ლიგის ერთი კლუბის თითო-თითო მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც, ამ კვირაში გასამართი სამი თამაში გადაიდო.

"გადადებულია დიდი 10-ის ა ჯგუფის მეორე ტურის ორი შეხვედრა — ხარებს რუსთავში კიკეთის იუნკერებისთვის 16 ოქტომბერს, ხოლო ლელო-სარასენსს ლოკომოტივისთვის 18 ოქტომბერს უნდა ემასპინძლა. ასევე, გადაიდო პირველი ლიგის მესამე ტურის მატჩი დევებსა და ყაზბეგს შორის, რომელიც, ასევე, 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო", — ვკითხულობთ განცხადებაში.

16 ოქტომბერს საქართველოში 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა — 11. საქართველოში სულ 15 327 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 7 613 უკვე გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 792 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 042 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: