ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის "ირონია" დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელია.

დეპუტატის თქმით, კუბილიუსის პოზიცია გასაკვირი არაა, რადგან ის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.

"მისი ირონია და მისი დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით არის გამაღიზიანებელი და ვფიქრობ, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროპარლამენტის წევრმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ბრალდებულების დაკავებაზე განაცხადა, რომ ეს ბრალდებები პოსტ-საბჭოთა ამბავს აგონებს.

"2007 წლის საკითხების წამოწევა და ორი ცნობილი ექსპერტის ციხეში ჩასმა დაუჯერებელია. მაგონებს ჩვენს შემთხვევებსაც, როდესაც მმართველი პარტია 10-20 წლის საქმეების წამოწევას ცდილობს. მათ პოლიტიკურ არქეოლოგებს ვუწოდებ", — განაცხადა კუბილიუსმა ფორმულას ეთერში.

ამავე თემაზე: