ბოლო დროს, ბეთელგეიზეს ვარსკვლავს ფლუქტუაციები აქვს, რამაც ასტრონომებს მასზე კარგად დაკვირვების შესაძლებლობა მისცა. ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვვლევრები, ამ მიმართულებით, საინტერესო მიგნებებამდე მივიდნენ.

"ბეთელგეიზეს რეალური ფიზიკური ზომა ცოტა იდუმალია: მანამდე, ზოგი კვლევა მიანიშნებდა, რომ ბეთელგეიზე იუპიტერის ორბიტაზე დიდი იყო", — ამბობს ასტრონომი ლასლო მოლნარი.

"ჩვენი შედეგი კი აჩვენებს, რომ ბეთელგეიზე მანამდე ნავარაუდები ზომის 1/3-ია. თუმცა, მისი რადიუსი მზისას 750-ჯერ აღემატება.

ბეთელგეიზეზე აკურატული დაკვირვება ყოველთვის რთული იყო. ის არ გავს წიგნებში დახატულ ვარსკვლავებს, არამედ პულსირებად და ბუნდოვან ბურთულად გვევლინება. ადრეული დაკვირვებებისას ივარაუდეს, რომ ბეთელგეიზე ჩვენგან 180 სინათლის წელიწადით იყო დაშორებული და მისი დიამეტრი დედამიწას და მზეს შორის მანძილზე 2,5-ჯერ დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მოგვიანებით, მეცნიერები ვარაუდობნენ, რომ ბეთელჰეიზე ჩვენგან ბევრად უფრო შორს იყო. დედამიწას და ამ ვარსკვლავს შორის დაშორება კი დაახლოებით 724 სინათლის წელწადია.

იმის გამო, რომ ბეთელგეიზემ ბოლო დროს ციმციმი დაიწყო, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, დაახლოებით, 100 000 წელში ის აფეთქდება. ამასთანავე, ახალი დაკვირვების საფუძველზე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გიგანტური ვარსკვლევი, სავარაუდოდ, ჩვენგან მხოლოდ 530 სინათლის წლით არის დაშორებული.

მიუხედავად იმისა, რომ 100 000 წელი შორსაა, ბეთელგეიზე ახალი, დაკვირვებადი ვარსკვლავის აფეთქების პირველი კანდიდატია. მოკლედ რომ ითქვას, 100 000 წელში მეცნიერებს საინტერესო სანახაობა ელით.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა