პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან 14 სამეწარმეო საქმიანობას ეწევა — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, პარტიოტთა ალიანსის მიერ წარდგენილი 29 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 14 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და ეს კანდიდატები, ჯამში, 24 კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი.
TI-მ კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და შემოწირულობები 2012 წლიდან 2020 წლის 13 ოქტომბრამდე შეისწავლა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეამოწმონ, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებაა.
ანგარიშის მიხედვით, 3 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2013-2020 წლებში 67 172 ლარი მიიღეს. ეს კანდიდატები არიან: სოსლან გარსევანიშვილი, არჩილ ბენიძე და ერეკლე საღლიანი.
ამასთან, TI-ის ინფორმაციით, 1 კანდიდატის შემთხვევაში დაირღვა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნები. კერძოდ, ირმა ინაშვილმა მის კომპანიებში არსებული წილების მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა.
გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ 9 კანდიდატმა საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ჯამში 362 530 ლარი შესწირა. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, 11 კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა და მათ არც პოლიტიკური შემოწირულობა განუხორციელებიათ.
რაც შეეხება ცალკეულ კანდიდატებს, TI-ის ინფორმაციით, ირმა ინაშვილი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია. იგი მედია -— სახლი ობიექტივის 28,5%-სა და კომპანია ეკონომ X-ის 50%-იან წილებს ფლობს.
მცხეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი, იოსებ შატბერაშვილი კი, ანგარიშის თანახმად, პანაცეას 75%-ის მფლობელია. მან 2020 წელს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს 60 000 ლარი შესწირა.
ამასთან, TI-ის ცნობით, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, კახაბერ ძაგანია მდმ ინვესტის 33,4%-ს ფლობს. ანგარიშის თანახმად, კომპანიის დირექტორმა და მეწილემ, დავით მარგველაშვილმა 2020 წელს პარტიას 25 000 ლარი შესწირა, ხოლო კახაბერ ძაგანიამ — 60 000 ლარი.
რაც შეეხება რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს, პაატა ჯიბლაძეს TI-ის ინფორმაციით, იგი სამეწარმეო საქმიანობაში არ არის ჩართული, თუმცა პარტიას 2020 წელს 57 000 ლარი შესწირა.
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, არჩილ ბენიძე კი, ანგარიშის მიხედვით, ბესთ სერვის ჯეოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. ის, ასევე, არის ინდივიდუალური მეწარმე. მას 2017 წელს ამ სტატუსით გაუფორმდა 1 200 ლარის საერთო ღირებულების 2 მცირე გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი. TI-ის მიხედვით, არჩილ ბენიძემ 2020 წელს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს 60 000 ლარი შესწირა.
გურჯაანისა და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი, სოსლან გარსევანიშვილი კი, დოკუმენტის მიხედვით, ინდივიდუალური მეწარმეა. TI-ის ცნობით, მან 2013 წელს ამ სტატუსით 64 847 ლარის ღირებულების პირდაპირი კონტრაქტი მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან. ასევე, სოსლან გარსევანიშვილმა 2015 წელს 90 ლარი შესწირა საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.
ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან ტაკიძე კი, მის შვილთან ერთად სამეწარმეო საქმიანობითაა დაკავებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისინი 5 კომპანიაში ფლობენ წილებს და ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებენ. მათ შორის:
- შპს პროფესიონალი (50%);
- ბათუმის ახალი უმაღლესი სასწავლებელი (100%);
- შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელი (50%)
- შპს ბათუმის არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა (25 %).
რაც შეეხება, ამირან ტაკიძის შვილს, ანგარიშის მიხედვით, იგი ინდივიდუალური მეწარმეა და ასევე, ნიუ მეჯიქის 100%-იან წილს ფლობს.
ამასთან, TI-ის ცნობით, წალენჯიხისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვიქტორ ცაავა, რკ ხორნაბუჯის დირექტორი, გამგეობის წევრი და ინდივიდუალური მეწარმეა. ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზორბეგ ბერიძე კი, დოკუმენტის მიხედვით, ჯორჯიან ეტალონის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ გაბაიძის საქმიანობაც. იგი ევრო პროჯექტის დირექტორია. 2014 წელს მან პატრიოტთა ალიანსს 300 ლარი შესწირა.
დოკუმენტის თანახმად, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ ჭითანავა 3 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ის არის პატრიოტის დირექტორი და ფლობს 10-10%-იან წილებს ინტერნეიშნალ ტურისტ ჯორჯიასა და ასტია ჰოლდინგში.
რაც შეეხება ოზურგეთის კანდიდატს, TI-ის ცნობით, შოთა გოგიბერიძეც ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. 2014 წელს მისმა მეუღლემ, მაკა გოგუაძემ პატრიოტთა ალიანსს 150 ლარი შესწირა. ამსთან, შპს იმედის 50%-იანი წილის მფლობელია სამტრედიის მაჯორიტარობის კანდიდატი, ირაკლი კობრავა, რომელმაც 2020 წელს პატრიოტთა ალიანსს 49 990 ლარი შესწირა.
ტყიბულისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ შაორშაძე კი, დოკუმენტის მიხედვით, სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კომპანია ალიონის დირექტორი და 85%-იანი წილის მფლობელია. ამბროლაურისა და მესტიის კანდიდატი, ერეკლე საღლიანი ინდივიდუალური მეწარმეა. TI-ის ინფორმაციით, ამ სტატუსით მან 2015-2020 წლებში 1 125 ლარის საერთო ღირებულების 3 მცირე პირდაპირი კონტრაქტი მიიღო.
გორის მაჟორიტარობის კანდიდატი კი, ანგარიშის მიხედვით, სამეწარმეო საქმინობაში ჩართული არ არის. თუმცა მან 2020 წელს პატრიოტთა ალიანსს 50 000 ლარი შესწირა. ამასთან, ბოლნისისა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, მაია ცაბუტაშვილი, დოკუმენტის თანახმად, პანაცეას დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.
ასევე, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად.
ამავე თემაზე:
- ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში — TI
- ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის 10 კანდიდატიდან 3 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
- სტრატეგია აღმაშენებლის მაჟორიტარობის 2 კანდიდატი 4 კომპანიასთან არის დაკავშირებული — TI
- ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის 20 კანდიდატიდან 7 სამეწარმეო საქმიანობას ეწევა — TI
- გირჩის 6 მაჟორიტარი კანდიდატიდან 4 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები