ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს საპარლამენტო "მარგალიტები"
2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადო. ფეხზე წამომდგარი დეპუტატები ერის წინაშე აცხადებდნენ, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებდნენ უფლება-მოვალეობებს და იქნებოდნენ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების სამსახურში...
მერე "მატრიცამ აურია" და მომდევნო ოთხმა წელმა, წარსული ცხრა წლის გახსენებაში, სადაო კანონპროექტებში, დაძლეულ ვეტოებში, ჩხუბში, გინებაში, მუქარასა და პიკეტირებებში გაიარა.
რა აღარ მოისმინა საკანონმდებლო ორგანოს კედლებმა — "ყველა წმინდა სალოცავზე" დაგინება, სიცოცხლის მოსპობაზე მუქარა და ოკუპანტის ენაც. რა აღარ ნახა სხდომათა დარბაზმა — კოლეგებისგან "განდევნილი" დეპუტატი და კომუნისტი რუსი თავმჯდომარის სკამში. და რამდენი რამის "გახსენება" მოუწია რუსთაველის გამზირს — უხეში ძალით დაშლილი დემონსტრანტები, დაპირისპირება, შეშის ღუმელები.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მოწვევის პარლამენტს ხმაურიანი მოღვაწეობა ჰქონდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, იყო უამრავი "მარგალიტი", რომელიც არაფერ კავშირშია საპარლამენტო საქმიანობასთან. ეს ამბები ერთ ქვიზში მოვაქციეთ.
შეავსე და გაიხსენე, რას აკეთებდნენ კანონმდებლები 4 წლის განმავლობაში საქმის ნაცვლად:
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს საპარლამენტო "მარგალიტები"
ტესტის დაწყება1 / 16 გაიხსენე ვის ეკუთვნის ფრაზა: "პარლამენტში მხოლოდ საჩხუბრად არ შევდივარ"
2 / 16 რომელ სერგოს დაემუქრა "დამთავრებით" ირაკლი კობახიძე?
3 / 16 გახსოვს ვის დააჟრიალა პარლამენტში და რატომ?
- კობახიძეს, ნაცების 9 წელზე ლაპარაკისას
- მელიას, კონდინციონერის ჩართვისას
- ქუმსიშვილს, ბღუჯა ფულების გახსენებისას
- სოფო კილაძეს, ივანიშვილის ქებისას
4 / 16 "ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა თქვენ" — ამ ფრაზის შემდეგ ვინ "გაათრია" სხდომათა დარბაზიდან ირმა ინაშვილმა?
5 / 16 რომელ დეპუტატს უწოდა კოლეგამ "ხისთავიანი", რომლის თავშიც არაფერი შედის?
6 / 16 "შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში" — რაზე საუბრისას გამოიყენა ეს სიტყვები პრემიერმინისტრმა გახარიამ?
7 / 16 რის გამო აპირებდა გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან წასვლას?
მინიშნება: ეს მიზეზი გადაიფიქრა
- წილხვდომილობის დღის უქმედ გამოცხადების გამო
- ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევის გამო
- მოსამართლეთა დანიშვნის გამო
- პარლამენტში ცუდი აკუსტიკის გამო
8 / 16 რა უპასუხა ბექა ოდიშარიამ ნიკა მელიას, როცა მელიამ თქვა: "ეს არის ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და ღილაკს ხელი მიაჭირა ჩემს დაჭერაზე... სიმართლის გრცხვენოდეს"
9 / 16 რა ფორმა შეარჩია ექსპრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციასთან კამათის მოსაგვარებლად?
- მედიტირებდა ნერვების დასამშვიდებლად
- გულში სამჯერ ითვლიდა, სანამ პასუხს გასცემდა
- ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და რჩევა ჰკითხა
- ნიკა მელიას კეთილები აგინა
10 / 16 რომელმა დეპუტატმა თქვა საკანონმდებლო ორგანოში, რომ "*ლეზე ჰკიდია კონსტიტუცია"?
11 / 16 რომელმა საპარლამენტო პარტიამ იმოგზაურა მოსკოვში აგვისტოს ომის შემდეგ?
12 / 16 რითი "დაესხნენ" თავს ემზარ კვიციანს აქტივისტები?
13 / 16 "გჯერათ რომ აზრების გამოთქმის გამო დაიჭირეს?" — რომელი დეპუტატი გამოეხმაურა ასე Birja Mafia-ს საქმეს?
14 / 16 რა არგუმენტები ჰქონდათ "მდუმარე დეპუტატებს", რომლებიც პარლამენტში მიკროფონს არ იყენებდნენ?
- "ასეა საჭიროა და იმიტომ"
- "როცა მესამედ და მეოთხედ ამირჩევენ, მერე ვილაპარაკებ ძალიან ბევრს"
- "თუ სათქმელია, ვამბობ"
- ყველა პასუხი სწორია
15 / 16 რომელ დეპუტატს ეგონა, რომ პარლამენტში ერთმანეთის გინება და მუქარა "ძალიან ჯანსაღი დაპირისპირებაა"?
16 / 16 რა გზა მოიფიქრა პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძემ დაპირისპირებული დეპუტატების დასაშოშმინებლად?
- ყველას მიკროფონი გაუთიშა
- ტექნიკური შესვენება გამოაცხადა
- დარბაზში კლასიკური მუსიკა ჩართო
- პიტნის ჩაიზე მიიწვია
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები