ამერიკელ მსახიობს, ვაიოლა დევისს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ის საერთო ჯამში 2597-ე, ხოლო 2017 წელს პირველი ვარსკვლავია, ვისაც ეს პატივი ერგო.

"სულ ვოცნებობდი, რომ ეს მომხდარიყო. თავი სიზმარში მგონია, არ მჯერა, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა", - თქვა სიტყვით გამოსვლის დროს ვაიოლამ.

ვაიოლა დევისის ვარსკვლავის გახსნას მისი მეგობარი და ლეგენდარული მსახიობი, მერილ სტრიპიც დაესწრო.

"ვაიოლამ წლების წინ დაწყებული ბრძოლით დაამტკიცა, რომ ადამიანებს ოცნებები უხდებათ. ახლა დროა, ის დაეხმაროს პატარა გოგოებს იმის დამტკიცებაში, რომ დიახ, დიახ, ოცნებები ნამდვილად ხდება", - აღნიშნა ლეგენდარულმა მერილ სტრიპმა.