Canon-მა ახლახან ციფრული მონოკულარი - PowerShot Zoom წარადგინა. კომპანია დიდი ხანია ამ იდეის განხორციელებას ცდილობდა, საბოლოოდ კი ეს პროდუქტი იაპონიაში შეიქმნა. მახასიათებლების გამო, მოწყობილობას "ჯიბის ტელესკოპსაც" უწოდებენ.

ფოტო: canon

PowerShot Zoom პაწაწინა მოწყობილობაა, რომელიც ელექტრონული ხედის მაძებლითაა აღჭურვილი. მას 12 მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს, ფოკუსური მანძილი კი 100მმ-სა და 400 მმ-ს შეადგენს.

Canon-ის თქმით, ეს პროდუქტი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ღია სივრცეში მიმდინარე აქტივობები ხიბლავთ. მაგალითად, ისეთი როგორიც ფრინველებზე დაკვირვება ან ლაშქრობაა. მისი გამოყენება ასევე სპორტული ღონისძიებების დროსაც გამოსადეგი იქნება, მაგალიტად ოლიმპიური თამაშების დროს. კამერა USB კაბელით იტენება, გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეობს კი SD ბარათზე ინახავს. ასევე აღსანიშნავია, რომ ფოტოების სმარტფონში გადატან WI-FI-სა და Bluetooth-ის მეშვეობითაა შესაძლებელი.

PowerShot Zoom აშშ-ს ბაზარზე ნოემბირდან გამოჩნდება და მისი ფასი 300 დოლარი იქნება.