სულხან სალაძე: ვასილ მაღლაფერიძე იყო ყველაზე ცუდი კანდიდატი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ დირექტორი კონკურსში მონაწილე 5 კანდიდატიდან ყველაზე ცუდი - ვასილ მაღლაფერიძე გახდა. ამის შესახებ მან On.ge-ს განუცხადა.
მისი თქმით, მაღლაფერიძემ გასაუბრებაზე პოლიტიკურ წარსულთან და ნეიტრალურობასთან დასმულ კითხვებს ვერ გასცა დამაკმაყოფილებელი პასუხები.
„ჩემთვის წარმოუდგენელი და გაუგებარია, რატომ დაუჭირა მხარი 6-მა წევრმა ვასილ მაღლაფერიძეს, თუ ეს არ იყო პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი. მე სხვა აზრი არ მომდის,“- უთხრა სალაძემ, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ნინო ზაუტაშვილს დაუჭირა მხარი, განმეორებითზე კი ბერძენიშვილს.
იმის მიუხედავად, რომ თიკო ბერძენიშვილს სალაძემ განმეორებით კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა, ბერძენიშვილს ორივე შემთხვევაში მხოლოდ 2 ხმა ჰქონდა.
სამეურვეო საბჭოს წევრი ამ გარემოებას ასე ხსნის: „მას, ვინც ფარულად უჭერდა ბერძენიშვილს მხარს, ხმების 4-4-ზე გაყოფის შემთხვევაში, არ ჰქონდა გარანტია, მზაობა, რომ ღიად ეთქვა, ვის უჭერდა მხარს,“ - აღნიშნა სალაძემ.
დღეს სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩია. სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ქეთი მსხილაძემ On.ge-ს უთხრა, რომ ახალი დირექტორის მიმართ კითხვის ნიშნები აქვს. On.ge ცდილობს სამეურვეო საბჭოს სხვა წევრების კომენტარებიც შემოგთავაზოთ. ნაწილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ნაწილთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ვასილ მაღლაფერიძე, CV-ის მიხედვით, ამ დრომდე უმუშევარი იყო, ბოლოს კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა. მისი მედიაში მუშაობა ტელეკომპანია GDS-ით არ შემოიფარგლება. სხვადასხვა დროს იყო TV9-ის, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, დირექტორის მოადგილე, ჟურნალ კალმასობას მთავარი რედაქტორი, გაზეთ კავკასიონის დამფუძნებელი, რედაქტორი და მთავარი კონსულტანტი. გარდა ამისა, 2 მოწვევის პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გუბერნატორი და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები