დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, სისტემის დღევანდელი მზაობა არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ პრობლემების წინაშე არ შეიძლება დავდგეთ.

"დღეს არის სისტემა მზად. ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს იმიტომ, რომ ჩვენ ილუზია არ უნდა გვქონდეს იმისი სანამ არ იქნება ვაქცინა ჩვენ ამ წესებთან ერთად უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ ფაქტობრივად ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას ვეჩვევით, უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი და მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს რომ სისტემა მზად არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხვალ პრობლემების წინაშე არ შეიძლება დავდგეთ", — განაცხადა მეზვრიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა — 208, გარდაიცვალა — 4.

საქართველოში სულ 14 440 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 7 367 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 113.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 792 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში 1 042 პირი მკურნალობს.