თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს კომუნალურ გადასახადებში საქველმოქმედო პლატფორმა — ჩართე დაემატა
აქ, ახლა თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქველმოქმედო პლატფორმაზე - ჩართე, ნებისმიერი თანხა გადარიცხონ და ამ გზით ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტითა და პერსონალური კომპიუტერით უზრუნველყოფას.
აღნიშნული თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, განათლების ხელშეწყობა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება.
არსებული მონაცემების თანახმად, დღეს საქართველოში 78,000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს (აქედან დაახლოებით 20 000 უფროსკლასელს) არ აქვს წვდომა ინტერნეტზე. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას.
საქველმოქმედო პლატფორმა - ჩართე (charte.ge) ინდივიდებსა და კორპორაციებს საშუალებას აძლევს სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს, ყოველთვიურად თუნდაც 1 ლარად, ინტერნეტი და ლეპტოპები დაუფინანსონ.
თიბისის მისიაა ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებისთვის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვა კომპანიამ ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, კიდევ უფრო მარტივი გახადა.
ჩართეს პლატფორმაზე თანხის გადასარიცხად, მომხმარებელმა თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის კომუნალური გადახდების კატეგორიაში, ქველმოქმედების ქვეკატეგორიიდან უნდა აირჩიოს - ჩართე, შეიყვანოს საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართი და გადარიცხოს სასურველი თანხა.
ინტერნეტისა და ლეპტოპის სრულფასოვნად გამოყენებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ათვისების მიზნით, მოსწავლეები ჩართეს ფარგლებში იღებენ:
- ლეპტოპს;
- ინტერნეტს სკოლაში სწავლის პერიოდში და სკოლის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში;
- წვდომას უფასო და ფასიან ქართულენოვან სასწავლო პლატფორმებსა და რესურსებზე: ლინგვინგი( უცხო ენების სწავლა), საბა (ელექტრონული ბიბლიოთეკა), ლუპი (მათემატიკა), ნებულა (გამოცდებისთვის მომზადება), მურწყუ (გამოცდებისთვის მომზადება, ხანის აკადემია (სასკოლო საგნები), code.org-ი (პროგრამირება) და ა.შ.
- ტრენინგებს მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების მიმართულებებით;
- გუნდის მუდმივ ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და მენტორობას.
აღნიშნული პროექტი, თიბისისა და ჩართეს რიგით მეორე თანამშრომლობაა. პანდემიის პერიოდში, პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, ჩართესთან პარტნიორობით და თიბისელების ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს ლეპტოპები დაურიგდათ. პროგრამისთვის დამამთავრებელი კლასების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობდნენ და არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტ რესურსებზე, რის გამოც მათი სასწავლო პროცესი შეფერხებული იყო. პროექტის ფარგლებში, სასწავლო წლის დასრულების ბოლომდე ბენეფიციარების ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადიც დაიფარა.
Charte.ge-ს მეშვეობითა და 1900-ზე მეტი ადამიანის შემოწირულობის დახმარებით, ინტერნეტზე წვდომა უკვე 900-ზე მეტ მოსწავლეს აქვს. ბენეფიციართა უმრავლესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები