ბილი აილიშის სხარტი პასუხი, როცა ახალ ფოტოზე მისი შერცხვენა სცადეს
მიუხედავად იმისა, რომ ბილი აილიში 18 წლის ასაკში დღეს ერთი-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება, გრემის ოთხი მთავარი ჯილდო ერთდროულად მოიგო, რითიც რეკორდსმენი გახდა და ოსკარების დაჯილდოებაზე იმღერა, ვიღაცები მაინც ახერხებენ, რომ მის გასაკრიტიკებლად ისეთი კრიტერიუმები გამოიყენონ, როგორიც სხეულის ფორმები და ზომაა.
12 ოქტომბერს ბილი აილიშის პაპარაცული ფოტო გამოქვეყნდა, რომელშიც მომღერალს თავისი სასცენო იმიჯის ნაცვლად ყოველდღიური სამოსი — შორტი და მაისური აცვია. რატომღაც ამის გამო სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა მომხმარებელმა უფლება მისცა თავს, რომ ის გარეგნობის გამო გაექილიკებინა:
"10 თვეში ბილი აილიში 30 წელს გადაცილებულ ალკოჰოლის მოყვარულ დედიკოს დაემსგავსა", — წერს 29 წლის კაცი.
ტვიტერის ამ მომხმარებლის კომენტარი ქალის სხეულის მიმღებლობასა და ზოგადად სილამაზის სტანდარტების შესახებ განხილვების საგნად იქცა.
"ინტერნეტში გავრცელებული პაპარაცული ფოტოთი გაირკვა, რომ 18 წლის ბილი აილიშს თავისი ჩვეული გრძელი, მომჩვარული სამოსის მიღმა — გაოცდებით, საშინელებაა! — ისეთივე ჩვეულებრივი სხეული აქვს, როგორც თქვენ ან მე", — სარკასტულად აღნიშნავს The Guardian-ის ჟურნალისტი პაპი ნორი.
სოციალურ ქსელებში ამ საკითხს გამოეხმაურა სხვა ათასობით ადამიანიც:
"აი, ასე ასწავლის პორნო და სოციალური მედია კაცებს, რომ ბილი აილიშის მსგავსი სხეულები "მსუქანია" და ნორმას არ შეესაბამება", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ტვიტერზე.
სოციალურ ქსელებში ამ საჯარო განხილვებს კიდევ ერთი მომხმარებელი შემდეგნაირად გამოეხმაურა:
"ბილი აილიშის ფოტოზე რეაქციების გამო გაცოფებული ვარ, რადგან ის სრულიად ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცებს პორნოს გარდა ქალის სხეული არასდროს უნახავთ, ახალგაზრდა ქალებმა უნდა იფიქრონ, რომ მათ სრულიად ჩვეულებრივ სხეულებს რამე სჭირს".
ეს ფაქტი უყურადღებოდ არც თავად ამ ცნობილ თინეიჯერ შემსრულებელს დარჩენია და მის სხეულთან დაკავშირებულ შეფასებებს ვიდეოს გაზიარებით გამოეხმაურა, რომლის ავტორიც სილამაზის სტანდარტებს აკრიტიკებს.
"არ შეიძლება ჩვენი რეალური სხეულები ჩვეულებრივად მივიღოთ?" — ისმის კითხვა ვიდეოში.
მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით:
"მართლა გინდათ წარსულში დაბრუნება?"
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბილი აილიშს თავის გარეგნობის შესახებ დამამცირებელ შეფასებებთან გამკლავება უწევს: რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ზომის ტანსაცმლის ჩაცმა სწორედ მსგავსი წარმოდგენების გამო დაიწყო.
"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე ჩაცმა გადავწყვიტე, იყო ის, რომ საკუთარი სხეული მძულდა", — თქვა აილიშმა.
ამის მიუხედავად, მომღერალი თამამად განაგრძნობს საკუთარი ინდივიდუალური ბუნების გამოხატვას და იმ უსამართლო, შემზღუდველ სტანდარტებთან ბრძოლას, რომლებიც არა მხოლოდ მას, არამედ სხვა მილიონობით ქალსაც აყენებს ზიანს. ამის საილუსტრაციოდ მან რამდენიმე თვის წინ სპეციალური ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც სწორედ იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სხვებს მათი სხეულის ფორმებისა და ზომის გამო განსჯის.
"ისურვებდით, რომ უფრო პატარა ვიყო? უფრო სუსტი? უფრო ნაზი? უფრო მაღალი?
ისურვებდით, რომ ჩუმად ვიყო?
გაღიზიანებთ ჩემი მხრები? ჩემი მკერდი? მე ის ვარ, რაც ჩემი მუცელია ან ჩემი ბარძაყი?
სხეული, რომლითაც დავიბადე, ის არაა, რაც თქვენ გინდოდათ?
თუ ის მაცვია, რაც კომფორტულია, ქალი არ ვარ, ხოლო თუ გავიხდი, მაშინ მეძავი ვარ", — ამბობს მომღერალი ვიდეოში.
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
კომენტარები