ხევსურეთში, არხოტის ხეობის ტყეში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, კერა სოფელ ამღადან, დაახლოებით, 15 კილომეტრში ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა და შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა შეუძლებელია. ცეცხლს ინდივიდუალური საშუალებებით აქრობენ და ამ პროცესს რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც აძნელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ეკიპაჟი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მათივე ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები, ასევე, თბილისიდან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის 10-კაციანი ჯგუფი.