მსხილაძე: მედიასივრეცეში მიმდინარე მოვლენებში უმნიშვნელოვანესი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებელი დარჩენილიყო ნეიტრალური
"საქართველოს მედიასივრეცეში მიმდინარე მოვლენებში უმნიშვნელოვანესი იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დარჩენილიყო ნეიტრალური" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ქეთი მსხილაძემ ახალი გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ On.ge-ს განუცხადა.
„მაღლაფერიძის მიმართ კითხვის ნიშნები მაქვს. თვითონ მაღლაფერიძე არასდროს მალავდა სიმპათიას მმართველი ხელისუფლების მიმართ და არც გუშინ დამალა. მას მიაჩნია, რომ GDS და TV9 ობიექტური ტელევიზიები იყო,“ - უთხრა On.ge-ს მსხილაძემ, რომელმაც კენჭისყრაზე არჩევანი, მისივე თქმით, დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელ თინათინ (თიკო) ბერძენიშვილზე შეაჩერა.
მსხილაძე ამბობს, რომ თინათინ (თიკო) ბერძენიშვილი ტელევიზიაში მიმდინარე რეფორმის დროს გამოკვეთილი მენეჯერი იყო, რომელიც კარგად ასრულებდა თავის სამუშაოს და დაადასტურა, რომ აქვს კარგი მენეჯერული თვისებები. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მსხილაძემ ბერძენიშვილს მხარი დაუჭირა:
„ბერძენიშვილი არის პროფესიონალი. ერკვევა ძალიან კარგად არამარტო ტელემაუწყებლობის და ჟურნალისტიკის სფეროში, არამედ ახალ ტექნოლოგიებშიც და აქვს ურთიერთობა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან. ბევრი რამ გააკეთა და დაამტკიცა, რომ შეუძლია. ეს რეფორმა რომ არ შეჩერებულიყო, რომელიც, მართალია ბევრი ხარვეზით, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დგამს წინ ნაბიჯებს".
მისი თქმით, გენერალურ დირექტორებს შორის იყო კიდევ ერთი კანდიდატი - ნათია კუპრაშვილი, რომელსაც ის დაუჭერდა მხარს. თუმცა, ბერძენიშვილის არჩევით მაუწყებელში სტაბილურობის განცდა იქნებოდა.
გარდა ამისა, მსხილაძე ამბობს, რომ ბერძენიშვილთან საუბრისას მას არასდროს შექმნია შთაბეჭდილება, რომ დირექტორობის კანდიდატს ჰქონდა რაიმე სახის პოლიტიკური მიკერძოება.
დღეს სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩია.
ვასილ მაღლაფერიძე, CV-ის მიხედვით, ამ დრომდე უმუშევარი იყო, ბოლოს კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა. მისი მედიაში მუშაობა ტელეკომპანია GDS-ით არ შემოიფარგლება. სხვადასხვა დროს იყო TV9-ის, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, დირექტორის მოადგილე, ჟურნალ კალმასობას მთავარი რედაქტორი, გაზეთ კავკასიონის დამფუძნებელი, რედაქტორი და მთავარი კონსულტანტი. გარდა ამისა, 2 მოწვევის პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გუბერნატორი და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
კომენტარები