აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოლომდე დარწმუნებული არაა თუ რატომ აქვს პენტაგონს გასაიდუმლოებული UFO პროგრამა. Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში, ტრამპს თავდაცვის დეპარტამენტის ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შემსწავლელ პროგრამაზე კითხეს:

"ბატონო ბრეზიდენტო, არსებობენ თუ არა UFO-ები?", — პირდაპირ კითხა მარია ბარტირომომ.

"ეგ უნდა გადავამაწმო", — პასუხობს ტრამპი. "ანუ, რაღაცები მსმენია... დახლოებით ორი დღის წინ გავიგე, ასე რომ უნდა გადავამოწმო. კარგად დავაკვირდები და გავარკვევ".

თუმცა, ამ საკითხზე ტრამპი არ შეჩერებულა. მოულოდნელად ტრამპმა საუბარი აშშ-ის შეიარაღებაზე დაიწყო.

"აი ამას გეტყვით: ჩვენ ახლა ისეთი ჯარი შევქმენით, რომლის მსგავსიც მანამდე არ არსებულა. რუსეთს, ჩინეთს და ყველას შურს იმის რაც გვაქვს. ყველაფერი აშშ-ში კეთდება".

ამ განცხადებით ტრამპი უცხოპლანეტელებს აშინებს თუ სხვა სახელმწიფოებს, უცნობია (თუმცა მეორე ვარიანტი უფრო ალბათურია).

ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე საუბრისას ჯარის და შეიარაღების ხსენება უცნაური იყო. მას შემდეგ, რაც პენტაგონის UFO-ების შემსწავლელი პროგრამის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი, ამერიკულ პოლიტიკაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ხშირი განხილვის საგანი გახდა.

2019 წლის ივნისში ტრამპმა თქვა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხთან დაკავშირებით, მას შეხვედრები ჰქონდა, თუმცა თვითონ UFO-ების არ სჯერა.