დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება. პრემიერმინისტრის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზარდი რაოდენობის ინფიცირებულების მისაღებად და სამკურნალოდ მზად არის.

"ამისთვის ჯანდაცვის სისტემა დღეს მზად არის. არანაირი დეფიციტი ჯანდაცვის სისტემაში დღეს არ არსებობს. შეიძლება არსებობდეს გარკვეული დროში ხარვეზები, გადალეგების კომპონენტია, რასაც დასჭირდება ერთი დღე", — განაცხადა გახარიამ.

15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა — 208, გარდაიცვალა — 4.

საქართველოში სულ 14 440 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 7 367 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 113.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 792 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში 1 042 პირი მკურნალობს.