19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი, მათ შორის საქალათაშორისო ტრანსპორტი აღდგება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე, გახარიამ აღნიშნა, რომ აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება და რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების შეზღუდვები გაგრძელდება.