პარიზსა და საფრანგეთის კიდევ რვა ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამასთან საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა.

მოსახლეობა სახლებში საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე უნდა დარჩეს. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეს ზომები კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად აუცილებელია. მხოლოდ 14 ოქტომბერს ქვეყანაში 22 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენდანტის საათი ძალაში 17 ოქტომბრიდან ამოქმედდება და სულ მცირე ოთხი კვირა გაგრძელდება.

როგორც BBC წერს, კორონავრუსის შემთხვევების ზრდის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეზღუდვები კვლავ ბრუნდება. ჩრდილოეთ ირლანდიაში კაფეები და რესტორნები საღამოს ათი საათიდან დაიხურება. კატალონიაში ბარ-რესტრონები 15 დღით აღარ იმუშავებენ. ჩეხეთში სკოლები და ბარები დახურეს.