დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მას გამოკვლევებს ჩაუტარებენ
15 ოქტომბერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული გამოკვლევა იგეგმება და განისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკაც. ინფორმაცია ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა.
EMC-ს ინფორმაციით, ცენტრი, როგორც მამალაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია მაისი-სექტემბრის პერიოდში მიმართავდა სასჯელაღსრულების დაწესებულებას და მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო კვლევების ჩატარებას და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვას ითხოვდა. ცენტრის ცნობით, მათ მოთხოვნას დაწესებულება მხოლოდ სექტემბერში დაეთანხმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წლის თებერვლიდან გაუარესებულია.
როგორც დეკანოზის ადვოკატმა On.ge-ს უთხრა, ბოლო დროს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურის ატროფია დაეწყო. ადვოკატის განცხადებით, დეკანოზი ვერ იღებდა შესაბამის მკურნალობას.
EMC-ს განცხადების თანახმად, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნა მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და 2020 წლის 17 მარტს უარი განაცხადა მამალაძის მიმართ სასჯელის მოხდის გადავადებაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 21 მაისის გადაწყვეტილებით.
On.ge-ს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში უთხრეს, რომ მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა და შესაბამისი მკურნალობა მიეწოდება. დაწესებულებაში აღნიშნეს ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში მამალაძეს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების მომსახურებაც მიეწოდება, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები