ამ მავნე პრატიკამ ორი წლის წინ, სწორედ ამ ქალაქში, ადამიანის სიცოცხლე შეიწირა — შენგელია
ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე და ბაჩანა შენგელია ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის ადმინისტრაციული რესურის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
დონაძე ამბობს, რომ ჩიქოვანი პედაგოგებს იყენებს საარჩევნო აგიტაციაში. მისი თქმით, პედაგოგის, როგორც სტატუსის გამოყენება საარჩევნო აგიტაციაში არის კანონდარღვევა და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, სათანადოდ გამოიძიონ საქმე.
"10 დღის წინ, ევროპულმა საქართველომ საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრით, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი იყენებს ადმინსტარიულ რესურს, კერძოდ, პედაგოგებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა და დღეს ჩვენ საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოგვიგზავნა წერილი და სამწუხაროდ, კომისიამ ვერ დაინახა კანონდარღვევა აღნიშნულ საჩივარში. ჩვენ ხელთ გვაქვს ირაკლი ჩიქოვანის ახსნა-განმარტება, რომ მან კლიპის გადაღებაში ნამდვილად ჩართო პედაგოგები. თუმცა, მიუთითა, რომ ეს კლიპი გადაღებულია არასამუშაო დროს. აქ ირაკლი ჩიქოვანი ძალიან ცდება. ჩვენ ნამდვილად არ გვაინტერესებს კლიპის ტექნიკური გადაღება როდის მოხდა. რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, პედაგოგები, რომლებიც გადაიღეს წინასაარჩევნო აგიტაციაში, ეს კლიპი გამოყენებულია საარჩევნო პერიოდში და ტრიალებს მის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში 24 საათის განმავლობაში. სამუშაო დროსაც, როდესაც პედაგოგი ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას, კლიპი ტრიალებს მის გვერდზე და მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ ხმა მისცეს ირაკლი ჩიქოვანს.
ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ, როდესაც კლიპს ვუყურებთ, კლიპში სახელის და გვარის გასწვრივ წერია პედაგოგი და თვითონ ირაკლი ჩიქოვანი მის სტატუსში იყენებს ტექსტს, რომ ეს ადამიანი არის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი. აქ ხდება ირაკლი ჩიქოვანის მიერ გამოყენება ამ პედაგოგის სტატუსის, რაც არის კანონდარღვევა და ევროპული საქართველო აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტაციაში და შემდეგ უკვე სასამართლოებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან", — განაცხადა დონაძემ.
ბაჩანა შენგელიას თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აგრძელებს იმ მავნე პრაქტიკას, რასაც შეეწირა ია კერზაიას სიცოცხლე.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ ეშვება ამ მავნე პრაქტიკას, რასაც ჰქვია პედაგოგების საარჩევნო რესურსად გამოყენება და ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ასე ღიად და საჯაროდ არღვევენ კანონს — როგორც ზოგადი განათლების, ისე საარჩევნო კოდექს და არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ ქალაქში მოხდა ის ამბავი, რომელმაც 2 წლის წინ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სწორად რომ პოლიტიკური მიზნებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოყენების გამო.
მე მოვუწოდებ მათ, რომ ნუ არღვევენ კანონს, ნუ რთავენ პედაგოგებსა და დირექტორებს საარჩევნო კამპანიაში. ეს არის კანონით აკრძალული, არის კანონდარღვევა და შესაბამისად, მათ უნდა დაეკისროთ ამისთვის სანქციები. გარდა ამისა, დღეს უკვე აქტიური კამპანია დაიწყო დირექტორების განთავისუფლების სხვადასხვა სკოლებიდან და აუცილებლად უნდა შეწყდეს ეს მავნე პრაქტიკა და გამოცხადეეს მორატორიუმი არჩევნების დამთავრებამდე სკოლის დირექტორების და პედაგოგების განთავისუფლებაზე. ეს არის მიუღებელი და ძალიან მძიმე დარღვევა", — განაცხადა შენგელიამ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები