ცოტა ხნის წინ, ბალტიის ზღვაში, ხუთ ტონიანი ბომბის განაღმვის ოპერაცია მიმდინარეობდა. პროცესისას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა. პოლონეთში მომხდარი აფეთქებისას არავინ დაზიანებულა.

ასაფეთქებელ დანადგარს მეტსახელად Tallboy-ს ან "მიწისძვრის ბომბს" ეძახიან. ის 1945 წელს ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა ნაცისტურ ხომალდს ესროლეს.

შარშან აღმოჩნდა, რომ ბომბი არ აფეთქდა და ის ქალაქ სვინოუჯსის პორტთან ახლოს, 12 მეტრის სიღრმეზე იყო ჩაფლული. ბომბი ზომაში 6 მეტრს აღწევდა და 2,4 ტონა ასაფეთქებლებს შეიცავდა.

TallBoy ბომბი

TallBoy ბომბი

ფოტო: Public Domain

თავის დროზე ბომბის კონტროლირებადი აფეთქება იგეგმებოდა, თუმცა იყო შესაძლებლობა, რომ 500 მეტრის რადიუსში არსებული ხიდი დაზიანდებოდა. ამიტომ გამნაღმელებმა სხვა ხერხი ამჯობინეს.

იგეგმებოდა ბომბის ასაფეთქებელი შიგთავსის დისტანციურად გამოწვა ისე, რომ დეტონაცია არ მომხდარიყო. ოპერაციის დაწყებისას თავდაპირველი გეგმა ვერ განხორციელდა და ნაღმი მაინც აფეთქდა.

ოპერაციის დაწყებამდე, 750 ადგილობრივ მცხოვრებს მიმდებარე 2,5 კილომეტრის რადიუსის დატოვებისკენ მოუწოდეს. ევაკუირებული ადამიანები ქალაქის სპორტულ დარბაზში გადაიყვანეს.

ბომბის აფეთქების რადიუსი

ბომბის აფეთქების რადიუსი

ფოტო: AFP PHOTO/Polish Navy - 8th Coastal Defence Flotilla

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის შემოგარენში ეს პირველი განაღმვის შემთხვევა არ ყოფილა, ევაკუაცია მოქალაქეებს 50 წლის მანძილზე პირველად თხოვეს. პატარა პოლონური ქალაქი თავის დროზე ნაცისტურ გერმანიას ეკუთვნოდა და ბალტიის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა იყო.

1945 წლის 16 აპრილს ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა პორტი დაბომბეს. სულ 12 Tallboy იყო გამოყენებული, ამათგან კი მხოლოდ ერთი არ აფეთქდა 2020 წლამდე.