დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დღეს ქვეყანაში დადასტურებული კორონავირუსის 680 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 297 თბილისში დაფიქსირდა, 189 შემთხვევა აჭარიდანაა, იმერეთი — 150, შიდა ქართლი — 12, ქვემო ქართლი — 11, მცხეთა-მთიანეთი — 9, გურია — 6, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 3, კახეთი — 2, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 1 დადასტურებული შემთვევაა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ენდელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე 6 362 აქტიური შემთხვევა. კრიტიკულად მძიმე პაციენტებს შორის 7 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, ხოლო 1 ოკუპირებული ცხინვალიდან.

14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა — 292, გარდაიცვალა 7 ადამიანი.

ჯამში საქართველოში კორონავირუსის სულ 13 521 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 7 159 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით სულ 109 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1393 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: