2019 წელს დამირეკა ივანიშვილმა და გარეჯზე რუკის მოძიებაში დახმარება მთხოვა — ხიდაშელი
ბიზნესმენისა და დავით გარეჯის საქმის მთავარი ფიგურანტის, დავით ხიდაშელის განცხადებით, 2019 წელს მას ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა და შეატყობინა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პრობლემებია. ხიდაშელის თქმით, ივანიშვილმა მას რუკის მოძიებაში დახმარება სთხოვა.
"2019 წლის სექტემბერში დამირეკა და ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა, რომ პრობლემები შეგვექმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებითო. როცა ჩავეძიე, კონკრეტულად რაში გჭირდებათ ჩემი დახმარება-მეთქი, მითხრა, რომ დაურეკე ღარიბაშვილს და ის გეტყვითო, თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალებიო", — განაცხადა დავით ხიდაშელმა რუსთავი 2-ის ღამის კურიერში.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი 2017 წელს გაიცნო და მის მერე მასთან ხშირი და ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, ამიტომ გაუკვირდა, რომ საკითხზე დახმარება ივანიშვილმა სწორედ მას სთხოვა.
2 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ორიგინალი რუკების, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.
მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.
გაიგეთ მეტი:
- ბრალდება, რაც წარგვიდგინეს, ჩვენთვის ძალიან უცხოა — ილიჩოვა
- ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია — მელაშვილი
- შიდასახელმწიფოებრივი საქმეა — კალაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულებზე
- ვინ თუ არა მე ვწუხვარ, როგორც უწყების ხელმძღვანელი — ზალკალიანი მელაშვილის დაკავებაზე
- ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება — საპატრიარქო დავით გარეჯზე
- სახალხო დამცველი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კომისიის წევრების საქმეს შეისწავლის
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები