ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი "თავის თავის უბედურია", რადგან ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ყველაფერს ისევ მას შეატენის". ამის შესახებ უგულავამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მერაბიშვილი დიდი ხანია არ მინახავს და მიმაჩნია, რომ იგი თავის თავის უბედურია, იმიტომ, რომ სააკაშვილი ყველაფერს ისევ მას შეატენის. ამიტომ მე ეს თემა არ მაინტერესებს, ეს მათი შიდა ურთიერთობებია", — განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავამ გუშინ საკუთარ ფეისბუქზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა. მისი განცხადებით, მერაბიშვილმა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები გააღვივა — რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება; რომ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და სწორედ მერაბიშვილი, ადგილზე უზრუნველყოფდა ამას.