ცესკოში სტაციონარებსა და იზოლაციაში მყოფ პირთა არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე იმსჯელეს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეხვედრის გახსნისას აღნიშნა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის უსაფრთხოების პრიორიტეტების გათვალისწინება და მეორე მხრივ, არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების მაქსიმალურად შენარჩუნება იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, საკარანტინო სივრცეში, ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
შეხვედრის მონაწილეებმა დღეს დეტალურად განიხილეს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება. დოკუმენტის მიზანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზებისა და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ცესკოს ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე დღეს უკვე მეორედ შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტში აისახება დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული მოსაზრებები და კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ სამუშაო ჯგუფის წევრებს.
სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე უკვე შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები