დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

TV პირველის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ტელეკომპანიის მთავარმა პროდიუსერმა, ნოდარ მელაძემ დაუდასტურა.

მისი განცხადებით, კორონავირუსი ორ თანამშრომელს დაუდასტურდა, მათ შორის ერთი სტაჟიორია, მეორე კი, ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი.

"ისინი ტელეკომპანიაში რამდენიმე დღეა აღარ ყოფილან, თუმცა წინა კვირის კონტაქტებს მაინც უტარებენ ტესტირებას ტელეკომპანიის ინიციატივით", — აღნიშნა მელაძემ.

13 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა — 329.

ჯამში საქართველოში კორონავირუსის სულ 12 841 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 6 867ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით სულ 102 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 393 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: