სულ ცოტა ხნის წინ ქართულმა საზოგადოებამ სალვადორ დალის არც ისე გახმაურებული ნამუშევარის შესახებ შეიტყო. როგორც გაირკვა, დალიმ პორტრეტი თავის მეგობარს, ქართველ თავად არჩილ გურიელს მიუძღვნა.

ფოტო: Salvador Dali

მდინარეში ნავები ჩანს, რაც პირობითად არგონავტებისა და ოქროს საწმისის ისტორიას გადმოსცემს, დათოვლილი მთები საქართველოს ლანდშაფტიდანაა აღებული, ხოლო ეკლესია მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ ფონზე მიჯაჭვული ამირანიცაა გამოსახული. დალი ეცადა ერთ ნახატში ჩაეტია წარმოდგენა საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე.

სალვადორ დალის ყურადღების მიღმა არც არჩილ გურიელის მეუღლე ჰელენა რუბინშტეინი დარჩა.

ჰელენა და სალვადორი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ.

ჰელენა რუბენშტეინი და სალვადორ დალი

ჰელენა რუბენშტეინი და სალვადორ დალი

ნამუშევარი 1943 წელსაა შექმნილი და მისი ფასი $1 მილიონიდან $1.5 მილიონამდე მერყეობს.

არჩილ გურიელი 1921 წელს საქართველოდან ავსტრიაში გაემგზავრა, შემდეგ კი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, 1937 წლიდან მოყოლებული ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალზე, პარფიუმერიის დედოფლად წოდებულ ჰელენ რუბინშტეინზე დაქორწინდა.

არჩილი და ჰელენა

არჩილი და ჰელენა

ჰელენა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა და ხელოვანებს უჭერდა მხარს. სწორედ აქედან დაიწყო მისი და სალვადორ დალის მეგობრობა.