"ისინი დაწყევლილია" — ტურისტმა მოპარული არტეფაქტები პომპეიში დააბრუნა
ტურისტმა, რომელმაც 15 წლის წინ პომპეის ანტიკური ქალაქიდან ფრაგმენტები მოიპარა, არტეფაქტები უკან დააბრუნა და განაცხადა, რომ ისინი "დაწყევლილი" იყო.
კანადელმა ქალმა, ნიკოლმა, მოზაიკის ორი ფილის — ამფორისა და სხვა კერამიკის ნაწილების — შემცველი ამანათი სამხრეთ იტალიაში, პომპეიში, გააგზავნა და თან აღიარების წერილიც მიაყოლა.
ნიკოლმა, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ 20-იან წლებში იყო, როდესაც 2005 წელს პომპეის არქეოლოგიური პარკი მოინახულა, ამ პატარა ქურდობას დააბრალა ის წარუმატებლობები, რომლებიც შემდგომ წლებში გადახდა თავს, მათ შორის ორგზის მკერდის კიბო და ფინანსური სირთულეები.
"გთხოვთ, დაიბრუნეთ, მათ ცუდი იღბალი მოაქვთ", — დაწერა მან.
მან დაწერა, რომ ქურდობის დროს სურდა, ისტორიის ის ნაწილი ჰქონოდა, "რომელიც ვერავის ექნებოდა", თუმცა ამ უძველეს რელიკვიებს "განადგურების მიწასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი უარყოფითი ენერგია" ჰქონდა.
პომპეი ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის კატასტროფული ამოფრქვევის შემდეგ ვულკანურ ფერფლში დაიმარხა და ასეთად დარჩა, სანამ მე-16 საუკუნეში ის ხელახლა არ აღმოაჩინეს, რამაც კლასიკური სამყაროს ცხოვრებაზე ძალიან ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა.
უძველესი ადგილი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ღირსშესანიშნაობაა, საიდანაც ტურისტები უკვე წლებია, იპარავენ.
ნიკოლმა წერილში დაწერა, რომ ჭკუა ისწავლა და "ღმერთისგან პატიებას" ითხოვს.
"ახლა 36 წლის ვარ და მკერდის კიბო უკვე ორჯერ მქონდა. ბოლოს ორმაგი მასტექტომია მომიწია. ჩემს ოჯახსა და მე ფინანსური პრობლემებიც გვქონდა. კარგი ხალხი ვართ და არ მინდა, ეს წყევლა ჩემს ოჯახზე ან შვილებზე გადავიდეს", — დაწერა მან.
ნიკოლი ერთადერთი არაა, ვინც მსგავს საქციელს ნანობს. ამანათში კიდევ ერთი აღსარებითი წერილი იყო სხვა კანადელი წყვილისგან 2005 წელს პომპეიდან მოპარულ ქვებთან ერთად.
"ქვები ისე ავიღეთ, რომ არ გვიფიქრია, რა ტკივილი და ტანჯვა გამოიარეს იმ საცოდავმა სულებმა, რომლებიც ვეზუვის ამოფრქვევის დროს იყვნენ პომპეიში, და როგორ საშინლად დაიღუპნენ ისინი. ბოდიშს ვიხდით და გთხოვთ, მოგვიტევოთ ეს საშინელი გადაწყვეტილება. დაე, მშვიდად განისვენონ მათმა სულებმა", — დაწერეს მათ.
წლების განმავლობაში პომპეიში იმდენად ბევრი მოპარული რელიკვია დააბრუნეს დანაშაულის აღიარების წერილებთან ერთად, რომ პარკის ხელმძღვანელობამ ეს არტეფაქტები მუზეუმში გამოფინა.
ხშირ შემთხვევაში ტურისტებს ამ რელიკვიების სუვენირებად შენახვა უნდათ, თუმცა ქურდები ზოგჯერ მათ გაყიდვასაც ცდილობენ. მაგალითად, 2015 წელს პომპეის ნანგრევებიდან ჯერ კიდევ 1958-ში მოპარული აგური eBay-ზე განათავსეს გასაყიდად.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები