13-18 ოქტომბერს, 21:00 საათზე, თიბისისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში, უტა ბერიას სადებიუტო ფილმის – უარყოფითი რიცხვების ჩვენებები ჩატარდება.

ფილმის მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. საქართველოში ფართო აუდიტორიამ ის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2019 წელს იხილა. ფესტივალზე ”უარყოფით რიცხვებს“ ორი ჯილდო ერგო: ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი - "ადამიანთა უფლებები კინოში".

უარყოფითი რიცხვები რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმია. სიუჟეტი არასრულწლოვან ვაჟთა დაწესეულებაში ვითარდება, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გაჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირ ნიკას, მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

ჩვენებებს, რეგულაციების სრული დაცვით, ყოველდღიურად მხოლოდ 150 ადამიანი დაესწრება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: tkt.ge