HBO-ს სერიალი His Dark Materials მეორე სეზონითა და ახალი ეპიზოდებით ნოემბერში დაბრუნდება.

სერიალმა, რომლის პრემიერაც 2019 წელს შედგა HBO-ზე, კრიტიკოსებისა და ფანებისგან საკმაოდ თბილი შეფასებები მიიღო. ის მალევე განაახლეს მეორე სეზონისთვის, რომლის პირველი ტრეილერი ჯერ კიდევ ზაფხულში გამოვიდა.

His Dark Materials-ის ოფიციალური Twitter-ის გვერდის მიხედვით, სერიალი მეორე სეზონით 16 ნოემბერს დაბრუნდება. ახალი ეპიზოდები HBO-ზე გამოვა და ასევე ქსელის სტრიმინგ სერვისზე, HBO Max-ზე, იქნება ხელმისაწვდომი. ამ განცხადებას თან მეორე სეზონის ახალი პოსტერიც ახლდა:

შოუს ორიგინალი მსახიობების უდიდესი ნაწილი მეორე სეზონშიც დაბრუნდება, თუმცა მასში ასევე ახალ სახეებსაც ვიხილავთ. უკვე გამოცხადდა, რომ მსახიობთა გუნდს ტერენს სტემპი, ჯეიდ ანოუკა და სიმონ კირბი შეუერთდებიან.

შოუს მეორე სეზონის ოფიციალური მიმოხილვა შემდეგნაირია:

His Dark Materials-ის მეორე სეზონი მას შემდეგ იწყება, რაც ლორდმა აზრიელმა ახალ სამყაროში გამავალი ხიდი გახსნა, ხოლო საუკეთესო მეგობრის დაღუპვით თავგზააბნეული ლაირა აზრიელს გამოუცნობში მიყვება. უცნაურ და იდუმალ მიტოვებულ ქალაქში ის უილს შეხვდება — ჩვენი სამყაროდან წასულ ბიჭს, რომელიც ასევე გაურბის რთულ წარსულს. ლაირა და უილი აღმოაჩენენ, რომ მათი ბედისწერები გადაჯაჭვულია და უილის მამამისთან დაბრუნებას აპირებენ, თუმცა მათ გარშემო ომი იწყება და გზად მათ მუდმივად ეშლებათ ხელი. ამასობაში მისის კოლტერი ლაირას ეძებს და მის შინ დაბრუნებას ნებისმიერ ფასად გეგმავს.

ფანები პირველ სეზონში გაჩენილ კითხვებზე პასუხს His Dark Materials-ის მეორე სეზონში 2020 წლის 16 ნოემბრიდან მიიღებენ HBO-ზე.

ამავე თემაზე: