ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის ახალგზარდა სპიკერთან, თათია ვახტანგაძესთან ერთად, მზიურის პარკში ახალგაზრდებს შეხვდა და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნებმა პირველ რიგში გარდამტეხი ცვლილებები მოუტანოს ახალგაზრდებს და მათი ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისაკენ. ვახტანგაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ახალგაზრდების ჩართულობით შეიძლება შეიქმნას უკეთესი მომავალი და თითოეულ ახალგაზრდამ იგრძნოს ცვლილებები საკუთარ თავზე.

"31 ოქტომბერი არის ცვლილებების დღე და ცვლილებები და უკეთესი მომავალი, პირველ რიგში, სჭირდება ახალგაზრდობას. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს იმედი და პერსპექტივა, ქვეყანაში ახალგზარდებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ ექნებათ სამსახური და არ დაჭირდებათ საქართველოდან წასვლა ოჯახის შესაქმნელად.

ეს ყველაფერი არის ის, რაც უნდა მოიტანოს 31 ოქტომბრის არჩევნებმა და პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ახალგაზრდების უკეთეს მომავალს. ამიტომ, ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ დღეს ამდენი ახალგაზრდაა ევროპული საქართველოსთან ერთად და ეს არის ის გუნდი, ჩვენი ახალგზარდული გუნდი, მხარდამჭერები, ვისაც უნდა უკეთესი, შეცვლილი და ევროპული საქართველო", — განაცხადა ბაქრაძემ.

"ახალგზარდებთან კომუნიკაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიებისთვის და დღეს სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ახალგზარდებთან. მიხარია, რომ ამდენი ახლაგზარდაა დაინტერესებული პოლიტიკით, სწორი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მათი აქტიურობა საარჩევნო პროცესში, რომელიც საკმაოდ დაბალია, გაიზარდოს.

სწორედ ამიტომ ვდგავარ ევროპულ საქართველოსთან, რადგან მათ იციან და აინტერესებთ რა აწუხებთ და რისი შეცვლა უნდათ ამ ქვეყანაში ახალგზარდებს", — განაცხადა ვახტანგაძემ.