გერმანიაში საქსონიის მიწაზე მდებარე ქალაქ კიონგსბრუკში პოლიციამ ორი ქართველი სუპერმარკეტიდან შოკოლადების ქურდობის ბრალდებით დააკავა.

ამის შესახებ, გერმანული გამოცემა წერს, რომ ქართველებმა 37 ფილა შოკოლადი მოიპარეს მაღაზიიდან და მანქანით გაიქცნენ.

გამოცემის ცნობით, თვითმხილველებმა აღნიშნული ფაქტი პოლიციას შეატყობინეს, მოგვიანებით კი პატრულმა მათი ავტომანქანა იპოვა. სამართალდამცავებმა მანქანის სავარძელები შეამოწმეს, სადაც შოკოლადი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი, სულ 200 ევროს ღირებულების პროდუქტი ამოიღეს.