ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ბრიტანეთს, ევროკავშირს, უკრაინას და NATO-ს აქვს, ყველაზე ნაკლები — რუსეთს.

ფოტო: ფორმულა

მათი ინფორმაციით, ნდობის მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • დიდ ბრიტანეთს — 90%;
  • ევროკავშირს — 86%;
  • უკრაინას — 84%;
  • ჩრიდილო-ატლანტიკურ ალიანსს (NATO) — 83%;
  • აშშ-ს — 81%;
  • ისრაელს — 80%;
  • აზერბაიჯანს — 62%;
  • თურქეთს — 60%;
  • სომხეთს — 56%;
  • ირანს — 47%;
  • რუსეთს — 32%;

ფორმულას ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია Edison Research 17 სექტემბერი — 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.