ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი წერეთელი, ივერი მელაშვილისა და ნატალია ოლიჩოვას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.

წერეთლის თქმით, ეს საქმე არის შეთიშთხნილი და მასში დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს.

"რა თქმა უნდა, ადამიანების პატიმრობა, კარტოგრაფების საქმის მონაწილეების, რომლებიც ძალიან გავს 37 წელს, როდესაც საქმეები იკერებოდა და ითითხნებოდა. მსგავსი საქმეა ბატონი მელაშვილისა და ოლიჩოვას საქმე, როდესაც დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს პრაქტიკულად.

ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ კომისიაში და ეხლა რუსეთის სპეცსამსახურებიდან მოწოდებული გარკვეული მასალების და მათთან დაკავშირებული ადამიანების ჩვენებებით და ბრალდებებით ნამდვილად არ შეიძლება მათი პატიმრობაში ყოფნა. ისინი უნდა განთავისუფლდნენ პატიმრობიდან და ასეთი საკითხები და საქმეები არ უნდა იკერებოდეს და ითითხნებოდეს და მე ვფიქრობ, რომ წარმოუდგენელია ასეთ საკითხებზე ადამიანების პატიმრობაში ყოფნა", — განაცხადა გიგი წერეთელმა.