თბილისსა და ოკუპირებულ სოხუმში შეხვედრებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი შეხვედრებს გამართავს. კლაარი ამის შესახებ ტვიტერზე წერს.

"დისკუსიები გაიმართება ადგილობრივ საკითხებზე, ასევე, ვიმსჯელებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე", — წერს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი.

ის, აგრეთვე, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს უწევს თანათავმჯდომარეობას.

7 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 6-7 ოქტომბერს ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები რუსეთმა ჩაშალა. ბრალდებას მოსკოვში უსაფუძვლო და პოლიტიზირებული უწოდეს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების რაუნდი ლოგისტიკური, კერძოდ, კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გადაიდო.

კორონავირუსის პანდემიამ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდა. განსაკუთრებით დამძიმდა ოკუპირებულ გალსა და ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ცხოვრება, რომლებიც ქართულ პენსიებსა და სოციალურ დახმარებებზე იყვნენ დამოკიდებულნი. პანდემიის შემდეგ მათ ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ.