ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თმით, ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად, პარტია სრულად იცავს ყველა რეკომენდაციას. თუმცა, ბაქრაძისავე თქმით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს და არჩევნებს ვირუსის დახმარებით მოიგებენ.

ბაქრაძის თქმით, დღეს ქვეყანას აზიანებს ორი ვირუსი — კოვიდი და ქართული ოცნება და ორივე მათგანი 31 ოქტომბერს წარსულს უნდა ჩაბარდეს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექნებათ ექიმებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მაგრამ, იმის იმედი, რომ ქვეყანაში შეჩერდება პოლიტიკური აქტივობა, იმის იმედი, რომ ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს და არჩევნებზე ვირუსის დახმარებით გაიმარჯვებს მეორე ვირუსი, ქართული ოცნება, არ უნდა გვქონდეს.

გაგრძელდება კამპანია, გაგრძელდება შეხვედრები და ვირუსს ამოფარებული, მეორე ვირუსი 31 ოქტომბერს ამ ქვეყანას მოსცილდება. ამიტომ ვირუსის და პანდემიის მხარეს ჩვენ არ ვდგევართ, ჩვენ ვებრძვით ქვეყანაში კოვიდსაც და ქართულ ოცნებასაც. ორ ვირუსს, რომელიც აზიანებს დღეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ნორმალურ ცხოვრებას. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ყველ რეკომენდაციას, ხოლო, ხელისუფლება რომელიც ცდილობს ვირუსთან ერთად გამარტივებულად გაძვრეს არჩევნებზე და ხალხს პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცეს. დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს კოვიდთან ერთად ჩაბარდება წარსულს", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.