ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, საბიუჯეტო განხილვის მთავარი მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ ქართული ოცნება მოსახლეობას ვერაფერს ჰპირდება მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად და კვლავ გამსხვილებულ ბიუროკრატიულ ხარჯს სთავაზობს მას.

ბაქრაძის თქმით, ქვეყანას მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, რასაც 31 ოქტომბრის არჩევნები მოიტანს.

"პარლამენტში წარმოდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა არანაირად არ ნიშნავს, რომ ეს ის ბიუჯეტი და ის ხელისუფლება იქნება, რომელიც ქვეყანას გაისადაც მართავს. დღევანდელი განხილვის მთავარი დასკვნა არის ის, რომ საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, რისი მომტანიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.