გალ გადოტი ახალ ფილმში კლეოპატრას როლს შეასრულებს
გალ გადოტი ქალი საოცრების ჭეშმარიტების ქამანდს დედოფლის ოქროს გვირგვინში გადაცვლის.
ჰოლივუდის ამომავალმა ვარსკვლავმა ტვიტერის პირად ანგარიშზე გავრცელებული პოსტით დაადასტურა, რომ მალე ეგვიპტის ლეგენდარული დედოფლის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს.
"ალბათ, უკვე გაიგებდით, რომ პეტი ჯენკინსთან და ლაეტა კალოგრიდისთან ერთად ვმუშაობ, რომ კლეოპატრას, ეგვიპტის დედოფლის ისტორია ისე შთამბეჭდავად გავაცოცხლოთ, როგორც ეს მანამდე ეკრანებზე არასდროს გვიხილავს. ჩვენ მის ამბავს პირველად აღვწერთ ქალების თვალებით — როგორც კამერის წინ, ისე მის უკან მომუშავე ქალი ხელოვანების ჩართულობით", — წერს მსახიობი ტვიტერზე.
აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი გალ გადოტისა და რეჟისორი პეტი ჯენკინსის პირველი თანამშრომლობა არ იქნება: სწორედ ჯენკინსმა გადაიღო DC-ის ბლოკბასტერი ქალი საოცრება (Wonder Woman).
რაც შეეხება ლაეტა კალოგრიდისს, ის მომავალი ფილმის სცენარისტი იქნება. აქამდე მას მარტინ სკორსეზეს წყეულთა კუნძულის (Shutter Island) სცენარზე უმუშავია, ამავდროულად კი ნეტფლიქსის სერიალის სახეცვლილი ნახშირბადის (Altered Carbon) აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.
მომავალი კინოსურათი თანამედროვე ვერსია იქნება 1963 წელს გამოსული ცნობილი ისტორიული დრამისა კლეოპატრა (Cleopatra), რომელიც რეჟისორმა ჯოზეფ მანკევიჩმა გადაიღო და მასში მთავარ როლს ელიზაბეტ ტეილორი ასრულებს.
მართალია, ამ სიახლემ გალ გადოტის გულშემატკივრები გაახარა, თუმცა კლეოპატრას როლზე მისმა დამტკიცებამ კრიტიკაც გამოიწვია: ზოგიერთი მაყურებელი მიიჩნევს, რომ ეგვიპტის დედოფლის როლს ესრაელელი მსახიობი არ უნდა ასრულებდეს.
მაგალითად, ჟურნალისტი ზამირა ხანი წერს, რომ ეს როლი არაბული წარმოშობის მსახიობს უნდა შეესრულებინა:
"გრცხვენოდეს, გალ გადოტ. შენი ქვეყანა არაბულ მიწებს იპარავს და შენც იმავეს აკეთებ: მათ როლებს ითვისებ", — ვკითხულობთ პოსტში.
ამ მოსაზრებას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც:
"მართალია, კლეოპატრა ეგვიპტის მმართველი იყო, თუმცა ის წარმოშობით ბერძნებს, სპარსელებსა და სირიელებს ენათესავებოდა. მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდნენ, უბრალოდ სათანადო ცოდნა და ინფორმაცია არ აქვთ. გალ გადოტი ნამდვილად იმსახურებს ამ როლს", — ვკითხულობთ ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტში.
ჯერჯერობით უცნობია (განსაკუთრებით პანდემიის პირობებში), თუ როდის შევძლებთ ამ ფილმის ხილვას ეკრანებზე, თუმცა აქედანვე ცხადია, რომ წინ ნამდვილად საინტერესო სანახაობა გველოდება.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
კომენტარები